თავში

Moderna-ს ხელმძღვანელი COVID-პანდემიის დასრულების თარიღს ასახელებს

Moderna-ს ხელმძღვანელი COVID-პანდემიის დასრულების თარიღს ასახელებს
Moderna-ს ხელმძღვანელი COVID-პანდემიის დასრულების თარიღს ასახელებს

კომპანია Moderna–ს გენერალურმა დირექტორმა, სტეფან ბანსელმა, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას აწარმოებს, განაცხადა, რომ COVID-პანდემია მომავალ წელს დასრულდება. ინფორმაციას ამის შესახებ Yahoo News ავრცელებს.

"თუ ბოლო 6 თვის მანძილზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების წარმოების შესაძლებლობების გაფართოებას შეხედავთ, მომავალი წლის შუა რიცხვებში უნდა იყოს საკმარისი დოზები, რათა დედამიწაზე ყველა იყოს აცრილი", - განაცხადა ბანსელმა.

მისი აზრით, დღეიდან ერთი წლის თავზე მსოფლიოში ცხოვრება "ნორმალურს" დაუბრუნდება.

ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ ის ადამიანები, ვინც ვაქცინაციაზე უარს იტყვიან, COVID-19–ით აუცილებლად დაავადდებიან და მათ ბუნებრივი იმუნიტეტი განუვითარდებათ.

”თქვენ შეგიძლიათ აიცრათ და ზამთარი მშვიდად გაატაროთ. ან ამას არ იზამთ და ჩნდება რისკი, რომ ავად გახდებით და საავადმყოფოშიც კი მოხვდებით", - დასძინა ბანსელმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system