თავში

"G20“-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალი განახლდა

​"G20“-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალი განახლდა
G20“-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალი განახლდა

იტალიის ქალაქ მატერაში "დიდი ოცეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ორწლიანი პაუზის შემდეგ პირველ პირისპირ შეხვედრას მართავენ. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

საგარეო საქმეთა მინისტრები გლობლალური ჯანდაცვის, კლიმატური ცვლილების და საერთაშრისო ვაჭრობის საკითხებს განიხილავენ.

მატერაში ჩასულ საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის არიან აშშ-ის, იაპონიის, ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და ინდოეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები. ჩინეთის, ბრაზილიისა და ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრას ვიდეო კავშირის საშუალებით ესწრებიან, რუსეთმა და სამხრეთ კორეამ კი მინისტრების მოადგილეები გაგზავნეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system