თავში

გადადის თუ არა COVID-19 გამოჯანმრთელებული პაციენტიდან სქესობრივი გზით

გადადის თუ არა COVID-19 გამოჯანმრთელებული პაციენტიდან სქესობრივი გზით
გადადის თუ არა COVID-19 გამოჯანმრთელებული პაციენტიდან სქესობრივი გზით

ჩინელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ COVID-19–ით დაინფიცირებული მამაკაცების მცირე ნაწილის ბიოლოგიური მასალა ინფექციას შეიცავს, რაც, შესაძლოა, იმის დამადასტურებელი იყოს, რომ დაავადება სექსუალური გზით გადადის. ამის შესახებ სტატიას The Guardian აქვეყნებს.

კვლევებით დადგინდა, რომ მასში მონაწილე 38 მამაკაციდან, ექვსი მათგანის, ანუ 16%-ის ბიოლოგიური მასალა SARS-CoV-2– ს შეიცავს.

ჩინელმა მკვლევარებმა განაცხადეს, რომ დასკვნები წინასწარია და მხოლოდ ინფიცირებულ მამაკაცთა მცირე რაოდენობას ეყრდნობა. იმის დასადგენად, შეიძლება თუ არა ინფექციის სექსუალური გზით გადაცემა უფრო მასშტაბური კვლევა არის საჭირო.

შემდგომი კვლევის მიზანი ამავდროულად იქნება ინფექციის სიცოცხლისუნარიანობის დროისა და ბიოლოგიურ მასალაში დაინფიცირებისათვის საჭირო კონცენტრაციის განსაზღვრა.

აღნიშნულ კვლევას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გამოჯანმრთელებული პაციენტების თვალსაზრისით. ვინაიდან, უნდა მოხდეს შემოწმება, გადადის თუ არა კორონავირუსი უკვე გამოჯანმრთელებული პაციენტის ბიოლოგიური მასალიდან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system