თავში

გაერო: 2020 წელს ჰუმანიტარული დახმარება დედამიწაზე ყოველ 45-ე ადამიანს დასჭირდება

​გაერო: 2020 წელს ჰუმანიტარული დახმარება დედამიწაზე ყოველ 45-ე ადამიან
გაერო: 2020 წელს ჰუმანიტარული დახმარება დედამიწაზე ყოველ 45-ე ადამიანს დასჭირდება

გაერო-ში აცხადებენ, რომ 2020 წელს ჰუმანიტარული დახმარება და დაცვა 168 მილიონ ადამიანს დასჭირდება, რაც პლანეტაზე ყოველ 45-ე მცხოვრებელს ნიშნავს. ეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მაღალი ციფრია. ინფორმაცია გაერო-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

გენერალური მდივნის მოადგილე, მარკ ლოკოკი და გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) ორგანიზაციის ჰუმანიტარული საქმიანობისთვის 29 მილიარდი დოლარის გამოყოფისკენ მოუწოდებენ.

"2020 წელს ჰუმანიტარული დახმარება და დაცვა მთელს მსოფლიოში 168 მილიონ ადამიანს დასჭირდება. ეს ნიშნავს, რომ დახმარება პლანეტაზე ყოველ 45-ე მცხოვრებელს დასჭირდება. ეს ბოლო ათწლეულების მანძილზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია", - აღნიშნა ლოკოკმა.

მისი თქმით, იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც დახმარება სჭირდებოდა, შარშან 22 მილიონით ნაკლები იყო.

ლოკოკის თქმით, ყველაზე მოწყვლად ჯგუფს ბავშვები წარმოადგენენ, რომლებიც თანამედროვე ომების ძირითადი მსხვერპლი ხდებიან.

„2018 წელს კონფლიქტების დროს 12 ათასი ადამიანი მოკლულია ან დაშავებული. 2019 წელს სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა“, - განაცხადა ლოკოკმა.

გაერო-ში აღნიშნავენ, რომ ქალები და ბავშვები სექსუალურ და გენდერულ ძალადობას ხშირად აწყდებიან და საერთაშორისო საზოგადოების დახმარებას საჭიროებენ. კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ყოველ მეხუთე ადამიანს კი ფსიქიკური პრობლემები აქვს.

UNICEF-ის მონაცემებით, მსოფლიოში ყოველი მეოთხე ბავშვი კონფლიქტებითა და სტიქიური უბედურებებით დაზარალებულ ქვეყნებში ცხოვრობს. მათ სუფთა წყალი, სანიტარია, კვება, განათლება და ჯანდაცვა ესაჭიროებათ.

UNICEF-მა დონორებს 2020 წელს 64 ქვეყანაში 59 მილიონი ბავშვის დასახმარებლად დონორებს 4.2 მილიარდი დოლარის გამოყოფა სთხოვა. ფონდის ჰუმანიტარული მოწოდება 2010 წლის მოთხოვნას 3,5-ჯერ აღემატება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system