თავში

გაერო აზერბაიჯანსა და სომხეთს მიმართავს

გაერო აზერბაიჯანსა და სომხეთს მიმართავს
გაერო აზერბაიჯანსა და სომხეთს მიმართავს

გაერო შეშფოთებით ადევნებს თვალს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მომხდარ შეტაკებებს და მხარეებს მოუწოდებს, 2020 წლის 9 ნოემბრისა და მიმდინარე წლის 11 იანვრის სამმხრივი განცხადებების დებულებების მიხედვით იმოქმედონ, – ამის შესახებ გაერო-ს პრესმდივნის მოადგილემ ფარჰან ჰაქმა განაცხადა. პრესრელიზი გაერო-ს ვებგვერდზეა განთავსებული.

მან მხარეებს მოუწოდა, ნებისმიერი პრობლემა მშვიდობიანი დიალოგის გზით გადაწყვიტონ.

"მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას ჯერ კიდევ ვიღებთ და კომენტარს მოგვიანებით გავაკეთებთ. მიუხედავად იმისა, რომ აშკარა მოვლენებია და ბოლოდროინდელი ძალადობის ფაქტებით შეშფოთულები ვართ, ჩვენ სრული ინფორმაციის გადამოწმება მაინც გვჭირდება. ამ მომენტისთვის მოვუწოდებთ ორივე მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება, იმოქმედონ 9 ნოემბრისა და 11 იანვრის სამმხრივი განცხადებების შესაბამისად და ნებისმიერი პრობლემა მშვიდობიანი დიალოგის გზით გადაწყვიტონ. გვსურს, წინა ესკალაცია ავირიდოთ თავიდან“, – აღნიშნა ჰაქმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system