თავში

გაერო: ინფორმაცია COVID-19-ზე თავისუფლად უნდა ვრცელდებოდეს

​გაერო: ინფორმაცია COVID-19-ზე თავისუფლად უნდა ვრცელდებოდეს
გაერო: ინფორმაცია COVID-19-ზე თავისუფლად უნდა ვრცელდებოდეს

გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი მიშელ ბაჩელეტი შეშფოთებულია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ექცევიან ჟურნალისტებსა და თავისუფალ მედიას კრონავირუსზე გავრცელებული ინფორმაციის გამო. გაერო-ს უმაღლესი კომისრის თქმით, გარკვეული ქვეყნები კორონავირუსის პანდემიას თავისუფალი სიტყვისა და კრიტიკის ჩასახშობად იყენებენ. ჟურნალისტებს აშინებენ, აკავებენ, რაც ხელს უშლის ინფორმაციის თავისუფლად და შეუფერხებლად გავრცელებას.

ბაჩელეტის თმით, თავისუფალი მედია მნიშვნელოვანია ნებისმიერ დროს, თუმცა მისი როლი განსაკუთრებით იზრდება დღევანდელი პანდემიის დროს, როცა სახლში ჩაკეტილი, შეშინებული ადამიანები განსაკუთრებით დამოკიდებული გახდნენ მასზე.

უმაღლესი კომისარი მიიჩნევს, რომ ჩინეთს, სადაც კორონავირუსი აფეთქდა და გლობალურ პანდემიად იქცა, სიმართლე რომ არ დაემალა და დროულად ეთქვა ის მსოფლიოსთვის, ვირუსი ასეთ სახიფათო შედეგებს არ გამოიღებდა. ჩინეთში თავისუფალი მედიის არსებობის შემთხვევაში, სამყარო დროულად შეძლებდა საფრთხეზე რეაგირებას და ის ასეთ კატასტროფულ მასშტაბებს არ მიაღწევდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system