თავში

გაერო ყაზახეთის მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს

გაერო ყაზახეთის მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს
გაერო ყაზახეთის მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს

გაერო ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებს შეშფოთებით ადევნებს თვალს და აკვირდება, - Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პრესსპიკერმა, სტეფან დიუჟარიკმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველა მხარემ თავშეკავება უნდა გამოიჩინოს.

"ბუნებრივია, ჩვენ შეშფოთებით ვადევნებთ თვალს და ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას ყაზახეთში. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოვლენებში ჩართულმა ყველა მხარემ თავშეკავება გამოიჩინოს, ძალადობას მოერიდოს და წამოჭრილი საკითხები დიალოგის საშუალებით მოაგვაროს“, – განაცხადა დიუჟარიკმა.

ცნობისთვის, ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა.

ყაზახეთში ერთდროულად რამდენიმე ქალაქში აქციები გაიმართა. აქციის მონაწილეები ბუნებრივ აირზე საფასურის ზრდას აპროტესტებდნენ.

აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა.

თოყაევმა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ალიხან სმილოვი დაასახელა. ალმათში და დასავლეთ მანგისტაუს პროვინციაში ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

საღამოს 11 საათიდან დილის 7 საათამდე “კომენდანტის საათი” დაწესდა. გარდა ამისა აიკრძალა მასობრივი შეკრებები.

სხვადასხვა მედიასაშუალებების ინფორმაცით, რამდენიმე ქალაქში დაკავებულია ათობით ადამიანი, მათ შორის არიან ჟურნალისტებიც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system