თავში

გაერო როკფელერს "გერნიკას" უბრუნებს

გაერო როკფელერს "გერნიკას" უბრუნებს
გაერო როკფელერს გერნიკას უბრუნებს

პაბლო პიკასოს ნამუშევარი "გერნიკა", რომელიც 35 წლის განმავლობაში ნიუ-იორკში, გაერო-ს სათავო ოფისში,  უშიშროების საბჭოს სხდომათა დარბაზს ამშვენებდა, მის პატრონს, ნელსონ როკფელერ-უმცროსს დაუბრუნდა. ამის შესახებ ორგანიზაციის გენერალური მდივნის პრესმდივანმა, სტეფან დუჟარიკმა განაცხადა.

”ჩვენ მადლობას ვუხდით როკფელერების ოჯახს, რომ ეს ლეგენდარული ნამუშევარი გვათხოვა", - განაცხადა დუჟარიკმა.

ნამუშევარი კედელზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომათა დარბაზში 1987 წლის 13 სექტემბერს დაკიდეს. ის  1955 წელს ნელსონ როკფელერის ბრძანებით შეიქმნა. თავად ნახატს ეწოდა "ბასკეთი". ესაა ქალაქის სახელი, რომელიც დაბომბეს ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს. მისი ორიგინალი მადრიდის ეროვნულ მუზეუმში ინახება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system