თავში

გაერო-ს გენერალური მდივანი ჯანმო-ს დაფინანსების შეწყვეტას არ ეთანხმება

გაერო-ს გენერალური მდივანი ჯანმო-ს დაფინანსების შეწყვეტას არ ეთანხმება
გაერო-ს გენერალური მდივანი ჯანმო-ს დაფინანსების შეწყვეტას არ ეთანხმება

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტიერეშმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეწყვეტის თაობაზე გააკრიტიკა.

„ახლა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის, ან სხვა რომელიმე ჰუმანიტარული ორგანიზაციისთვის, რომელიც ვირუსს ებრძვის, რესურსების შეწყვეტის დრო არ არის“, - განაცხადა გუტიერეშმა. 

გაერო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, პანდემიის შესაჩერებლად და მისი დამანგრეველი შედეგების ლიკვიდაციისთვის, საერთაშორისო თანამეგობრობა ერთობლივად უნდა მოქმედებდეს.

დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეჩერების განკარგულება წუხელ გასცა. ტრამპის თქმით, ჯანმო-მ კორონავირუსის საფრთხის შესახებ მსოფლიოს დროული და სათანადო ინფორმაცია არ მოაწოდა. ორგანიზაციის შეცდომების შედეგად აშშ-სა და მთელ მსოფლიოში უამრავი ადამიანი დაიღუპა. ბევრმა ქვეყანამ გაითვალისწინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები და მათ დღეს წარმოუდგენელი პრობლემები აქვთ.

„ამერიკელი გადასახადების გადამხდელები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბიუჯეტში წელიწადში 400-500 მილიონს იხდიდნენ. ჩინეთი კი სულ 40 მილიონს იხდის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვერ შეძლო, მიეღო, შეემოწმებინა და გაეზიარებინა მსოფლიოსთვის ინფორმაცია და ჩინეთში ვირუსის შემთხვევების სანდო გამოძიება ვერ ჩაატარეს. მათ უბრალოდ გაიმეორეს იდეა, რომ ვირუსის გადაცემა ადამიანიდან ადამიანზე არ ხდება, მიუხედავად იმისა, რომ საწინააღმდეგო მტკიცებულებები არსებობდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვერ შეასრულა დაკისრებული მოვალეობა და პასუხი უნდა აგოს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system