თავში

გაერო-ს გენერალური მდივანი მსოფლიოს მიმართავს

​გაერო-ს გენერალური მდივანი მსოფლიოს მიმართავს
გაერო-ს გენერალური მდივანი მსოფლიოს მიმართავს

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა ახალ წელთან დაკავშირებით მსოფლიოს მოსახლეობას მიმართა.

"იმ დროს, როდესაც მსოფლიო 2022 წელს ხვდება, ჩვენი მომავლის იმედები გამოცდას გადის, სიღარიბის გაღრმავებისა და უთანასწორობის მზარდი სახით. COVID-ის საწინააღმდეგო ვაქცინების არათანაბარი განაწილების სახით. კლიმატის ვალდებულებების სახით, რომლებიც არ სრულდება. მიმდინარე კონფლიქტების, უთანხმოების და დეზინფორმაციის სახით. ეს გამოცდები უბრალოდ პოლიტიკური ხასიათის არ არის.

ეს მორალური გამოცდებია, რომლებიც რეალური ცხოვრებით არის ნაკარნახევი და კაცობრიობამ, შესაძლოა, ეს გამოცდები გადალახოს, თუ ჩვენ თავის თავზე ავიღებთ ვალდებულებას, რომ 2022 წელს ყველასთვის აღდგენის წლად გადავაქცევთ. პანდემიის შემდგომი აღდგენა - საყოველთაო უნივერსალური ვაქცინაციის გაბედული გეგმით", - განაცხადა მან.

გაერო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, ეს სახელმწიფოების ეკონომიკურ აღდგენასაც ითვალისწინებს, რომლის დროს მდიდარი ქვეყნები განვითარებად ქვეყნებს დაფინანსების, ინვესტიციების და ვალების შემცირების გზით უნდა დაეხმარონ.

"აღდგენა უნდობლობისა და უთანხმოების შემდეგ - განახლებული აქცენტით მეცნიერებაზე, ფაქტებზე და საღ აზრზე. პოსტკონფლიქტური აღდგენა - დიალოგის, კომპრომისისა და შერიგების განახლებული სულისკვეთებით. ჩვენი პლანეტის აღდგენა - კლიმატის ვალდებულებების პირობებში, რომელიც კრიზისის მასშტაბებს და აქტუალურობას შეესაბამება.

დიდი სირთულის დრო ასევე დიდი შესაძლებლობების დროა. გაერთიანდით სოლიდარობაში. გაერთიანდით გადაწყვეტილებების ირგვლივ, რომლებიც ყველა ადამიანს სარგებელს მოუტანს. წავიდეთ წინ - ერთად - იმ იმედით, რისი მიღწევაც ჩვენს ადამიანურ ოჯახს შეუძლია. მოდით, ერთად დავდოთ პირობა, რომ 2022 წელს აღდგენას მივუძღვნით. ხალხისთვის, პლანეტისთვის და კეთილდღეობისთვის. ყველას გისურვებთ ბედნიერ და მშვიდობიან ახალ წელს", - განაცხადა გუტიერეშმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system