თავში

გაერო-ს გენმდივანი ისრაელსა და პალესტინას ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდებს

გაერო-ს გენმდივანი ისრაელს
გაერო-ს გენმდივანი ისრაელსა და პალესტინას ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდებს

"მოგიწოდებთ საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და დეესკალაციისკენ ღაზას სექტორსა და ისრაელში. უკვე საკმაოდ ბევრი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. ეს კონფლიქტი რეგიონში რადიკალიზაციისა და და ექსტრემიზმის მხოლოდ გაძლიერებას მოიტანს", - განაცხადა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა და მხარეებს ისრაელსა და ღაზას სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა.

ისრაელსა და ჰამასს შორის ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე დაპირისპირება პიკს აღწევს და საერთაშორისო შეშფოთებას იწვევს. ჰამასი ისრაელს რაკეტებით უტევს. ცაჰალი - ისრაელის არმია - ღაზას სექტორზე საჰაერო და სახმელეთო შეტევას ახორციელებს. ვითარება შესაძლოა კონტროლიდან გავიდეს. კონფლიქტის გამწვავება პალესტინელი ოჯახების გამოსახლებასთან დაკავშირებული პროტესტს მოჰყვა. პროექტი პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ შეაჩერა, თუმცა კონფლიქტი ყოველდღიურად უფრო სახიფათო მასშტაბებს იღებს. სისხლიან დაპირისპირებაში ისრაელსა და პალესტინელებს შორის დაიღუპა ათობით პალესტინელი და რამდენიმე ისრაელელი. გაერო სრულმასშტაბიანი ომის საფრთხეზე საუბრობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system