
გაერო-ს გენერალურმა მდივანმაб ანტონიუ გუტერეშმა ქაბულში გაერო-ს წარმომადგენლებზე თავდასხმა დაგმო, რომელსაც ემსხვერპლა 1 და დაიჭრა 5 ადამიანი.
გუტერეშმა ავღანეთის ხელისუფლებას დანაშაულის გამოძიებისკენ მოუწოდა, რათა დამნაშავეებმა კანონის წინაშე სრულად აგონ პასუხი. გაერო-ს გენერალურმა მდივანმა დაადასტურა ორგანიზაციის მხარდაჭერა ავღანელი ხალხისა და მისი ხელისუფლებისადმი, ქვეყანაში მშვიდობისა და სამართლიანობის დამყარებისთვის ბრძოლაში.
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში გაერო-ს ავტომობილი 24 ნოემბერს აფეთქდა.
მედეა ცხოვრებაძე
ავტორი