თავში

გაერო-ს გენმდივნის მოწოდება ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით

​გაერო-ს გენმდივნის მოწოდება
გაერო-ს გენმდივნის მოწოდება ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში მსოფლიო თანამეგობრობას, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტის საქმეში დახმარებისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ განცხადებას გენერალური მდივნის ოფიციალური წარმომადგენელი სტეფან დიუჟარიკი აკეთებს.

გაერო-ს წარმომადგენლის თქმით, გენერალური მდივანი გმობს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის ესკალაციას და სერიოზულად შეშფოთებულია საბრძოლო მოქმედებებით, განსაკუთრებით მშვიდობიანი დასახლებების რაიონში.

ანტონიუ გუტერეში აცხადებს, რომ კონფლიქტის მოგვარება საომარი მოქმედებებით დაუშვებელია. იგი მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და ეუთოს მინსკის ჯგუფის ეგიდით მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაჯდომისკენ მოუწოდებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system