თავში

გაერო-ს კონფერენცია ბირთვული შეთანხმების შესახებ გადაიდო

​გაერო-ს კონფერენცია ბირთვული შეთანხმების შესახებ გადაიდო
გაერო-ს კონფერენცია ბირთვული შეთანხმების შესახებ გადაიდო

გაერო-ს კონფერენცია ბირთვული შეთანხმების შესახებ მომავალი წლის აგვისტოსთვის გადაიდო. ამის მიზეზი COVID-19 შემთხვევების მკვეთრი ზრდა გახდა. ინფორმაციას AP ავრცელებს.

მომდევნო სამშაბათს, გაერო-ს შტაბ-ბინაში 1970 წლის ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების გადასინჯვის მიზნით ნიუ-იორკში კონფერენცია უნდა გამართულიყო. COVID-19 პანდემიის გამო მისი ჩატარება 2 წლის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა.

თუმცა, გაერო-ს განიარაღების საკითხების ოფისმა (UNODA) ხუთშაბათს გამოაგზავნა ელ.წერილი, რომელშიც აცნობა ყველა მონაწილე მხარეს, რომ კონფერენცია ახლა 2022 წლის 1 აგვისტოს იქნება მოწვეული.

ხელშეკრულების განხილვის კონფერენციები ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ იმართება, რათა შეფასდეს მისი განხორციელება და ახალი ვალდებულებები განისაზღვროს.

კონფერენციის ბოლო სხდომა 2015 წელს გაიმართა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system