თავში

გაერო ზიმბაბვეში შიმშილს პროგნოზირებს

​გაერო ზიმბაბვეში შიმშილს პროგნოზირებს
გაერო ზიმბაბვეში შიმშილს პროგნოზირებს

ზიმბაბვეს მოსახლეობის 60%-ს შიმშილი ემუქრება. ამის შესახებ გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაში განაცხადეს.

ორგანიზაცია დამატებით 250 მილიონი დოლარის გამოყოფას ითხოვს. თანხა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული კრიზისის პირობებში ზიმბაბველთა დასახმარებლად იქნება მიმართული.

გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ დეკემბრისთვის ზიმბაბვეს მოქალაქეთა რიცხვი, რომლებიც სურსათის დეფიციტის წინაშე აღმოჩნდებიან, 8,6 მილიონ ადამიანს მიაღწევს. სიტუაციას, კორონავირუსთან ერთად, გვალვა და ეკონომიკური ვარდნა დაამძიმებს.

"ჩვენ გვინდა, რომ საერთაშორისო საზოგადოება ახლა გააქტიურდეს, რათა პოტენციური ჰუმანიტარული კატასტროფის აცილებაში დაგვეხმაროს", - განაცხადა გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის სამხრეთ აფრიკის რეგიონულმა ხელმძღვანელმა ლოლა კასტრომ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system