თავში

გაიცანით "ექთანი გრეისი" - რობოტი სოფიას შემქმნელებისგან

გაიცანით "ექთანი გრეისი" - რობოტი სოფიას შემქმნელებისგან
გაიცანით ექთანი გრეისი - რობოტი სოფიას შემქმნელებისგან

ჰონგ კონგში დაფუძნებულმა კომპანიამ Hanson Robotics, რომელიც ცნობილი რობოტის, სოფიას შემქმნელია, ახალი ჰუმანოიდი რობოტი, გრეისი წარადგინა. 

Reuters-ის ცნობით, ჯანდაცვის სექტორისთვის შექმნილი ახალი რობოტი, ხანდაზმულებსა და კორონავირუსის გამო იზოლაციაში მყოფ ადამიანებზე იზრუნებს.

გრეისს მკერდში თერმული კამერა აქვს ჩამონტაჟებული, რომლითაც ადამიანის ტემპერატურას ზომავს და მათ მგრძნობელობას ამოწმებს, დიაგნოზის დასასმელად კი ხელოვნურ ინტელექტს იყენებს.

რაც შეეხება კომუნიკაციას, გრეისი ინგლისურსა და ჩინური ენის დიალექტებს ფლობს. მას ადამიანური ჟესტების გამოხატვა და სახის გამომეტყველების შეცვლა შეუძლია, რისთვისაც "რკინის ლედი" კუნთს იყენებს.

Hanson Robotics-ის განცხადებით, გრეისის მასობრივი წარმოება მიმდინარე წლის აგვისტოდან დაიწყება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system