თავში

გალ გადოტი ახალ ფილმში კლეოპატრას როლს შეასრულებს

გალ გადოტი ახალ ფილმში კლეოპატრას როლს შეასრულებს
გალ გადოტი ახალ ფილმში კლეოპატრას როლს შეასრულებს

ებრაელი მსახიობი და მოდელი გალ გადოტი ისტორიულ ფილმში ლეგენდარული ეგვიპტელი დედოფლის, კლეოპატრას როლს ითამაშებს. ფილმს Paramount Pictures გამოუშვებს.

ფილმის რეჟისორი კომიქსების "Wonder Woman" ადაპტაციის შემქმნელი პატი ჯენკინსია, რომელშიც მთავარ როლს ასევე გალ გადოტი ასრულებს. ფილმის სცენარზე იმუშავებს ლაეტა კალოგრიდისი, რომელიც ადრე მუშაობდა ისეთ ფილმებზე, როგორებიცაა "Alexander", "Terminator Genisys" და სხვები.

ოფიციალური ინფორმაციით, "Paramount Pictures-მა" ამ პროექტის უფლებები "Apple", "Universal", "Warner Bros.-სა" და Netflix-თან" ცხარე კონკურენციის შემდეგ მოიპოვა.

ცნობილია, რომ "Paramount Motion Picture Group-ის" პრეზიდენტმა და სტუდიის აღმასრულებელმა დირექტორმა ბევრი იმუშავეს იმისთვის, რომ კლეოპატრას შესახებ ფილმის გადაღება პრიორიტეტული ყოფილიყო.

ახალი ფილმის გადაღებების დაწყების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system