თავში

გალაპაგოსის კუნძულზე დარვინის თაღი ჩამოინგრა - PHOTO - VIDEO

გალაპაგოსის კუნძულზე დარვინის თაღი ჩამოინგრა - PHOTO - VIDEO
გალაპაგოსის კუნძულზე დარვინის თაღი ჩამოინგრა - PHOTO - VIDEO

გალაპაგოსის ერთ -ერთ კუნძულზე დარვინის ცნობილი თაღი ჩამოინგრა. ვულკანური წარმოშობის ბუნებრივი თაღი საუკუნეების მანძილზე ტურისტებისთვის მიმზიდველ სანახაობას წარმოადგენდა.

ეკვადორის გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებით, თაღი 17 მაისს, ბუნებრივი ეროზიის ნიადაგზე ჩამოიშალა. ადგილზე ახლა მხოლოდ ორი სვეტი დარჩა.

დარვინის თაღი წყნარ ოკეანეში, დარვინის კუნძულიდან 1 კილომეტრში მდებარეობდა. მისი სიმაღლე მაქსიმალურ წერტილში 18 მეტრს აღწევდა.

გალაპაგოსის კუნძულების არქიპელაგი ეკვადორის სანაპიროდან 965 კილომეტრში მდებარეობს. ის 13 ძირითადი ვულკანური კუნძულისგან, 6 პატარა კუნძულისგან და 107 კლდისგან შედგება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system