თავში

გამბიაში კანის გათეთრება კანონით აიკრძალა

​გამბიაში კანის გათეთრება კანონით აიკრძალა
გამბიაში კანის გათეთრება კანონით აიკრძალა

გამბიის პარლამნეტში კენჭი უყარეს კანის გათეთრების აკრძალვის შესახებ კანონპროექტს და ხმაურიანი დებატების შემდეგ აკრძალვა ძალაში დატოვეს.

კანის ფერის შეცვლის აკრძალვის შესახებ კანონის გადახედვის ინიციატივით პარლამენტში გენერალური პროკურორი გამოვიდა. კანონი, რომელიც აფრიკულ სახელმწიფოში კანის ქიმიური საშუალებების გამოყენებით გაღიავებას კრძალავს, 1996 წელს მიიღეს. პროკურორის პოზიციით, კანის ფერის ცვლილების გამო მოქალაქეების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაყენება ძალიან მკაცრი სასჯელია. მიუხედავად ამისა, დეპუტატებმა პროკურორის პოზიცია არ გაიზიარეს. მათ განაცხადეს, რომ კოსმეტიკაში გამოყენებული ქიმიკატები საფრთხეს უქმნის მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system