თავში

გამოძიება დასრულდა - ვინ არის დამნაშავე სუეცის არხის პარალიზებაში

გამოძიება დასრულდა - ვინ არის დამნაშავე სუეცის არხის პარალიზებაში
გამოძიება დასრულდა - ვინ არის დამნაშავე სუეცის არხის პარალიზებაში

კონტეინერმზიდ Ever Given-თან დაკავშირებული ინციდენტის გამოძიებამ, რომლის შედეგად სუეცის არხში მოძრაობა 6 დღის განმავლობაში პარალიზებული იყო, დაადგინა, რომ მომხდარში დამნაშავე მხოლოდ გემის კაპიტანია.

არხის ადმინისტრაციის განცხადებით, დამხმარე ლოცმანები კაპიტანს მხოლოდ კონსულტაციებს უწევდნენ, საბოლოო გადაწყვეტილებას კი ის დამოუკიდებლად იღებდა. 

პანამის დროშის ქვეშ მცურავი გიგანტური ტანკერი Ever Green, რომელიც ჩინეთიდან ნიდერლანდებში მიემართებოდა, სუეცის არხში 23 მარტს გაიჭედა. 20 ტონაზე მეტი ტვირთით დატვირთული კონტეინერმზიდი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გემია ამ კლასის ხომალდებს შორის. მისი სიგრძე 400, ხოლო სიგანე - 59 მეტრია.

რამდენიმედღიანი ოპერაციის შემდეგ, 29 მარტს გემის მეჩეჩიდან მოხსნა და სუეცის არხის გათავისუფლება შეძლეს. სუეცის არხის ადმინისტრაციამ შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა გემის კაპიტანს დააკისრა. 

13 აპრილს ეგვიპტის ქალაქ ისმაილიას ეკონომიკური საკითხების სასამართლომ, კომპენსაციის გადახდამდე, კონტეინერმზიდი Ever Given-ის კონფისკაციის გადაწყვეტილება მიიღო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system