თავში

გამონაბოლქვი ალცჰაიმერის დაავადებით რისკებს ზრდის - ახალი კვლევა

გამონაბოლქვი ალცჰაიმერის დაავადებით რისკებს ზრდის - ახალი კვლევა
გამონაბოლქვი ალცჰაიმერის დაავადებით რისკებს ზრდის - ახალი კვლევა

გამონაბოლქვით დაბინძურებულმა ჰაერმა შეიძლება გამოიწვიოს დემენცია, მათ შორის ალცჰაიმერის განუკურნებელი დაავადება. ამ დასკვნამდე კალიფორნიის დევისის უნივერსიტეტის მეცნიერები მივიდნენ. ინფორმაციას EurekAlert ავრცელებს.

მეცნიერებმა ექსპერიმენტი ვირთხებზე ჩაატარეს. მათ ორგანიზმში 14 თვის განმავლობაში გამონაბოლქვი აირები შეყავდათ და სუფთა ჰაერის ჩასუნთქვის შესაძლებლობას არ აძლევდნენ.

აღმოჩნდა, რომ ჰაერის დაბინძურებამ გაზარდა ალცჰაიმერის დაავადების რისკი ვირთხებში. მეცნიერები თვლიან, რომ ბინძური ჰაერი ხელს უწყობს სიბერეში დემენციის განვითარებას.

გარდა ამისა, ცხოველების ტვინში აღმოჩინეს ნაწილაკები, რომლებიც, სავარაუდოდ, ატმოსფერულ დაბინძურებასთანაა დაკავშირებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system