თავში

გამოვიდა ალბომი, რომელიც სიქსტეს კაპელის ყველაზე დეტალურ ფოტოებს შეიცავს

გამოვიდა ალბომი, რომელიც სიქსტეს კაპელის ყველაზე დეტალურ ფოტოებს შეიც
გამოვიდა ალბომი, რომელიც სიქსტეს კაპელის ყველაზე დეტალურ ფოტოებს შეიცავს

სულ მალე გაყიდვაში გამოჩნდება წიგნი "The Sistine Chapel", რომელშიც სიქსტეს კაპელის ნახატებია თავმოყრილი. ის სამი ტომისგან შედგება და ლეგენდარული შენობის ყველა ფრესკა 1:1 მასშტაბით იქნება წარმოდგენილი.

როგორც გამომცემლები განმარტავენ, მიქელანჯელოს ფრესკები ასეთი სიზუსტით და დეტალებით პირველად იქნება გადმოცემული. მკითხველს შეეძლება, ისინი ისე დაათვალიეროს, თითქოს მხატვრის მხარზე ზის. სიქსტეს კაპელის ციფრულ ფორმატში გადაყვანას 67 ღამე დასჭირდა.

გამოცემის ყდები აბრეშუმისა და თეთრი ტყავისგან არის დამზადებული. პრინტები კი ვერცხლის, ოქროს ან პლატინისაა. მისი ღირებულება 22 ათასი დოლარი იქნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system