თავში

განვითარებადი ქვეყნების ვაქცინაციისთვის იაპონია 700 მილიონს გამოყოფს

განვითარებადი ქვეყნების ვაქცინაციისთვის იაპონია 700 მილიონს გამოყოფს
განვითარებადი ქვეყნების ვაქცინაციისთვის იაპონია  700 მილიონს გამოყოფს

იაპონიის მთავრობა COVAX-ის საერთაშორისო პლატფორმას, რომელიც მსოფლიოს ქვეყნებისთვის ვაქცინებზე ფართო წვდომას უზრუნველყოფს, დამატებით 700$ მილიონს გამოუყოფს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერი იოშიჰიდე სუგა ივნისის იმუნიზაციის საკითხებისადმი მიძღვნილ ონლაინ სამიტზე განაცხადებს.

COVAX-ის საერთაშორისო პლატფორმისა და მისი პროგრამის საშუალებით, განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობის 30% კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით უზრუნველყოფილი იქნება. პროგრამის განსახორციელებლად დამატებით 1,7$ მილიარდია საჭირო. პროგრამას უკვე შეუერთდა 190 ქვეყანა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system