თავში

გარდაიცვალა 91 წლის იოგი, რომელიც არ ჭამდა და არ სვამდა

​გარდაიცვალა 91 წლის იოგი, რომელიც არ ჭამდა და არ სვამდა
გარდაიცვალა 91 წლის იოგი, რომელიც არ ჭამდა და არ სვამდა

გარდაიცვალა ცნობილი ინდოელი იოგი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ბოლო 80 წლის განმავლობაში საჭმელს არ ჭამდა და წყალს არ სვამდა.

იოგი და განდეგილი პრაჰლად ჯანი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. მის შესახებ ინფორმაცია საქველმოქმედო ორგანიზაცია Yugal Sarkar-მა გაავრცელა.

ჯანი 7 წლის იყო, როდესაც სახლი დატოვა და ჯუნგლებში წავიდა საცხოვრებლად. 12 წლის ასაკში იგი ინდური რელიგიური ღმერთის შივას მეუღლის, ქალღმერთ ამბას მიმდევარი გახდა.

იოგი ამტკიცებდა, რომ სწორედ ქალღმერთ ამბას წყალობით იკვებებოდა მისი ორგანიზმი და მას საჭმელი და წყალი არ სჭირდებოდა. ექიმებმა ის რამდენჯერმე გასინჯეს და დაადგინეს, რომ ბოლო 10 დღის განმავლობაში მის ორგანიზმს არანაირი საკვები, ან სასმელი არ მიეღო. ტუალეტშიც არ იყო ნამყოფი. ამასთანვე, იგი თავს საკმაოდ მხნედ და ენერგიულად გრძნობდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, განდეგილს ჯანმრთელობის პრობლემები აპრილში დაეწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system