თავში

გასულ წელს, ლა-მანში სამჯერ მეტმა არალეგალურმა მიგრანტმა გადაკვეთა, ვიდრე 2020 წელს

​გასულ წელს, ლა-მანში სამჯერ მეტმა არალეგალურმა მიგრანტმა გა
გასულ წელს, ლა-მანში სამჯერ მეტმა არალეგალურმა მიგრანტმა გადაკვეთა, ვიდრე 2020 წელს

მიგრანტების რიცხვი, რომლებმაც გასულ წელს საფრანგეთიდან დიდ ბრიტანეთში ლა-მანშის არხი მცირე ნავებით გადაკვეთეს, 2020 წელთან შედარებით სამჯერ უფრო დიდი იყო. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ასეთი მოგზაურობა 2021 წელს, სულ მცირე, 28,431-მა მიგრანტმა განახორციელა.

2020 წელს ლა-მანში პატარა ნავებით 8417-მა ადამიანმა გადალახა.

2021 წლის 24 ნოემბერს, სულ მცირე, 27 ადამიანი დაიღუპა, როდესაც მათი ნავი ჩაიძირა. იმავე თვეში დაფიქსირდა ახალი ყოველდღიური რეკორდი, როდესაც ბრიტანეთის სანაპიროს 33 გემით 1185 ადამიანმა მიაღწია.

2020 წელს ერთ დღეში 416 ჩასვლა დაფიქსირდა. ეს სექტემბერში მოხდა.

ცნობისთვის, 24 ნოემბერს საფრანგეთში, კალეს სანაპიროსთან მიგრანტებით სავსე ნავი ჩაიძირა. შემთხვევას 30-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გარდაცვლილი მიგრანტები თავდაპირველად ადგილობრივმა მეთევზეებმა აღმოაჩინეს. რის შემდეგაც სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში საფრანგეთის საზღვაო ძალები ჩაერთო.

მაშველებმა ცხედრებთან ერთად წყლიდან უგონო მდგომარეობაში მყოფი 5 მიგრანტი ამოიყვანეს.

წელს ლა-მანშით ბრიტანეთში მცირე ზომის ნავებით 15 400 ადამიანი ჩავიდა. 3500 სიცოცხლისთვის საშიშ ვითარებაში გადაარჩინეს.

აგვისტოს შუა რიცხვებში ლა-მანშში ერიტრეელი მიგრანტი დაიხრჩო, გასულ წელს კი ერაყელი ქურთების ოჯახის 4 წევრი. მათი მცირეწლოვანი ბავშვის ცხედარი მრავალი თვის შემდეგ ნორვეგიის სანაპიროზე გამოირიყა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system