თავში

გასულ წელს მსოფლიოში 45 ჟურნალისტი მოკლეს

​გასულ წელს მსოფლიოში 45 ჟურნალისტი მოკლეს
გასულ წელს მსოფლიოში 45 ჟურნალისტი მოკლეს

2021 წელს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას 45 ჟურნალისტი და მედიის თანამშრომელი დაიღუპა. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის (IFJ) ანგარიშშია აღნიშნული.

აღნიშნულია, რომ ეს მნიშვნელოვნად ნაკლებია შარშანწინდელ წელთან შედარებით, როდესაც 65 ჟურნალისტი დაიღუპა. ამასთან, გასული წლის მაჩვენებელი ფედერაციის აღრიცხვაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია.

20 ჟურნალისტი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში მოკლეს, 10 - ამერიკაში, 8 - აფრიკაში, 6 - ევროპაში და 1 - ახლო აღმოსავლეთსა და არაბულ სამყაროში. ირანში უბედურ შემთხვევას კიდევ ორი ჟურნალისტი ემსხვერპლა.

ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის ცნობით, 33 ჟურნალისტი მიზანმიმართული თავდასხმების შედეგად დაიღუპა.

2021 წელს მედიის მუშაკებისთვის ყველაზე საშიში ქვეყანა ავღანეთი იყო, სადაც 9 ჟურნალისტი და მედიის თანამშრომელი მოკლეს. 8 ადამიანი მოკლეს მექსიკაში, 4 - ინდოეთში და 3 - პაკისტანში.

”ეს 45 კოლეგა, რომელიც წელს ძალადობის გამო დავკარგეთ, გვახსენებს იმ საშინელ მსხვერპლს, რომლის შეწირვას ჟურნალისტები მთელ მსოფლიოში საზოგადოების ინტერესების სამსახურში ყოფნისას აგრძელებენ, და ჩვენ ვალში ვართ წინაშე", - განაცხადა ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, ენტონი ბელანჯერმა.

გარდა ამისა, 2021 წელს მთელ მსოფლიოში 365 ჟურნალისტი დააპატიმრეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system