თავში

გატაცებული და გაყიდული ქალიშვილი 25 წლის შემდეგ ოჯახში დაბრუნდა

გატაცებული და გაყიდული ქალიშვილი 25 წლის შემდეგ ოჯახში დაბრუნდა
გატაცებული და გაყიდული ქალიშვილი 25 წლის შემდეგ ოჯახში დაბრუნდა

აშშ-ში იუტას შტატის მკვიდრმა, 26 წლის ბელა ბარბუმ მისი მშობლები მათგან იძულებით დაშორებიდან 25 წლის შემდეგ იპოვა.

როგორც გოგონამ თქვა, ის აშშ-ში გაიზარდა და სულაც არ ჰგავდა მის აღმზრდელ მშობლებს. როდესაც გოგონა რვა წლის იყო, მათ ბელას მისი დაბადების ისტორია ნუამბეს. მათივე ცნობით, გოგონა რუმინეთში დაიბადა, ბელა კი ბავშვობაში იშვილეს, როდესაც ბიოლოგიურმა მშობლებმა მიატოვეს.

2019 წლის ივლისში გოგონამ Facebook ჯგუფი დაარსა, რომელიც რუმინელებს ოჯახის პოვნაში ეხმარება. გოგონამ გადაწყვიტა, თავისი ასაკი და სახელი დაეწერა, 48 საათის შემდეგ მან საკუთარი ძმა იპოვა.

გოგონამ შეიტყო, რომ მას კიდევ ორი და-ძმა ჰყავდა და მისი ბიოლოგიური მშობლები ახლა რომის მახლობლად ცხოვრობენ. სამი კვირის შემდეგ ბიოლოგიურმა მშობლებმა ქალიშვილს ტელეფონით დაურეკეს.

მშობლებმა ქალიშვილს უთხრეს, რომ 1994 წელს, როდესაც იგი დაიბადა, ოჯახი ღარიბი იყო. ექიმებმა მოატყუეს, რომ მათი ახალშობილი გოგო დაავადებული იყო და რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა. თუმცა სამშობიაროს დატოვების დროს მშობლებს ექთანი დაედევნა და მათ სიმართლე უთხრა, რომ მათი შვილი მოიპარეს და გაყიდეს.

"ჩემმა მშობლებმა ჩემი ძებნა დაიწყეს, ყველა ბავშვთა სახლი მოიარეს, თუმცა ვერაფერს გახდნენ", - განაცხადა ამერიკელმა გოგონამ.

2019 წელს გოგონამ მშობლებთან შეხვედრა გადაწყვიტა და რომში გაფრინდა. ბელამ მათთან ოთხი დღე გაატარა. ის ბიოლოგიური მშობლების მონახულებას პანდემიის დასრულებისთანავე აპირებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system