თავში

გებრეისუსი: კორონავირუსის შესაკავებლად აგრესიული მოქმედებაა საჭირო

​გებრეისუსი: კორონავირუსის შესაკავებლად აგრესიული მოქმედებაა საჭირო
გებრეისუსი: კორონავირუსის შესაკავებლად აგრესიული მოქმედებაა საჭირო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ურჩევს ქვეყნებს, სადაც ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი გამოვლინდა, სწრაფად და აგრესიულად იმოქმედონ. ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის მიმართვა ორგანიზაციის ვებგვერდზე გავრცელდა.

„ბოლო 24 საათის განმავლობაში შვიდ ქვეყანაში პირველად დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები. ესენია: ბრაზილია, საქართველო, საბერძნეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პაკისტანი და რუმინეთი. თითოეული ამ ქვეყნისთვის ჩემი გზავნილი ასეთია: ეს თქვენი შესაძლებლობის ფანჯარაა. თუ ახლა აგრესიულად იმოქმედებთ, ვირუსის შეკავებას მოახერხებთ. შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ ხალხის დაავადება. შეგიძლიათ გადაარჩინოთ სიცოცხლე. ამ ქვეყნებისთვის ჩემი რჩევაა ასერთია იმოქმედეთ სწრაფად“, - განაცხადა გებრეისუსმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ეპიდემიამ ირანში, იტალიასა და სამხრეთ კორეაში აღნიშნა, რა შეუძლია ამ ვირუს.

"მაგრამ ვირუსი გრიპი არ არის. სწორი ზომებით მისი შეკავება შესაძლებელია", - აღნიშნა მან.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა აღნიშნა, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში ჩინეთში ინფიცირების იმაზე მცირე რაოდენობა დარეგისტრირდა, ვიდრე სხვა ქვეყნებში. მისი თქმით, ეს გადამწყვეტი მომენტია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system