თავში

გემის ჩაძირვას 21 აფრიკელი მიგრანტის სიცოცხლე შეეწირა

გემის ჩაძირვას 21 აფრიკელი მიგრანტის სიცოცხლე შეეწირა
გემის ჩაძირვას 21 აფრიკელი მიგრანტის სიცოცხლე შეეწირა

სულ მცირე 21 აფრიკელი მიგრანტი დაიღუპა, როდესაც მათი გემი ტუნისის მახლობლად ჩაიძირა. გემი ხმელთაშუა ზღვის გავლით, იტალიის კუნძულ ლამეპუზამდე მიღწევას ცდილობდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

"გემი, რომლის მოგზაურობა ხუთშაბათს, ქალაქ სტაქსიდან დაიწყო, ჩაიძირა. სანაპირო დაცვამ წყლიდან 21 ადამიანის გვამი ამოიყვანა. სამძებრო სამუშაოები კვლავ გრძელდება", - განაცხადა ტუნისის ადამიანის უფლებათა დაცვის სერვისის დირექტორმა, მოუარდ მექრიმ.

აღსაანიშნავია, რომ წინა თვეში სფაქსის სანაპიროსთან მსგავსი ინციდენტის დროს 39 მიგრანტი დაიღუპა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system