თავში

გერმანელი ეპიდემიოლოგის ცნობით, COVID-19 იტალიიდან გავრცელდა და არა ჩინეთიდან

გერმანელი ეპიდემიოლოგის ცნობით, COVID-19 იტალიიდან გავრცელდა და ა
გერმანელი ეპიდემიოლოგის ცნობით, COVID-19 იტალიიდან გავრცელდა და არა ჩინეთიდან

გერმანელი ეპიდემიოლოგი ალესანდრე კეკულეს განცხადებით, კორონავირუსის  ის შტამი, რომელმაც კორონავირუსის ეპიდემია გამოიწვია არა ჩინეთიდან, არამედ იტალიიდან გავრცელდა. ამის შესახებ მან სამაუწყებლო კომპანია ZDF-სათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ეპიდემიოლოგ კეკულეს ცნობით, იტალიის ჩრდილოეთში ნაპოვნი COVID-19-ის ვირუსის შტამი იმაზე გაცილებით გადამდებია, ვიდრე ვუჰანში აღმოჩენილი. მეცნიერის განცხადებით, მართალია ვირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში დაფიქსირდა, თუმცა მან იტალიაში მუტაცია განიცადა და პანდემია სწორედ ამ შტამმა განაპირობა.

ალექსანდრე კეკულემ აღნიშნა, რომ გლობალური პანდემიისთვის საწყისი გასროლა სწორედ ჩრდილოეთ იტალიაში მოხდა. მისი განცხადებით, მსოფლიო მოსახლეობის 99% დღეს სწორედ იმ შტამით არის ინფიცირებული, რომელმაც მუტაცია იტალიაში განიცადა.

ექსპერტის განცხადებით, პანდემიის მიზეზი იტალიის მიერ საწინააღმდეგო ზომების არარსებობა და ჩინეთის გაფრთხილებების უგულებელყოფა გახდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ვირუსი შეიძლება კონტროლირებად ყოფილიყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system