თავში

გერმანელი პატიმრები მოსამართლეებისთვის მანტიებს კერავენ

გერმანელი პატიმრები მოსამართლეებისთვის მანტიებს კერავენ
გერმანელი პატიმრები მოსამართლეებისთვის მანტიებს კერავენ

გერმანიაში ყოველ 100 ათას მოსახლეზე დაახლოებით 80 პატიმარია. ამ მაჩვენებლით იგი მსოფლიო სტატისტიკას "ჩამორჩება".  

გერმანიის ციხეებში არ არსებობს სავალდებულო შრომითი სამსახური, მაგრამ მუშაობა პატიმართა რეაბილიტაციის განუყოფელ ნაწილად ითვლება. საპატიმრო დაწესებულებაში ლეგალური სამუშაო 16 ფედერალური შტატებიდან 12-შია ლეგალიზებული. ამასთან, პატიმრებს სამუშაო დღის შემდეგ თავისუფალი დროც აქვთ: მათთვის ღიაა ბილიარდის ოთახი და მაგიდის ჩოგბურთის სათამაშო ოთახები. ზოგიერთ საპატიმროში არსებობს თეატრალური ჯგუფები და სხვა "სამოყვარულო" საქმიანობებიც.

მაგალითისათვის, კიოლნის საპატიმრო დაწესებულებაში პატიმრები ციხის ტერიტორიაზევე ეუფლებიან მკერავის, დურგლის, ზეინკლის და სხვა საქმიანობებს. პატიმრები მოსამართლეებისთვის მანტიებსაც კერავენ და ხის ხელნაკეთ ავეჯსაც ამზადებენ. მათი დღიური ანაზღაურება 9-15 ევრომდე მერყეობს.

პატიმრების მიერ წარმოებული საქონლის მაღაზია ციხის გვერდით არის გახსნილი. გარდა ამისა, პროდუქციის რეალიზაცია ინტერნეტ მაღაზიის საშუალებითაც ხდება.

მომზადებულია DW-ის მასალების გამოყენებით.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system