თავში

გერმანია ავღანეთს ჯარების გაყვანის შემდეგ დახმარებას დაჰპირდა

გერმანია ავღანეთს ჯარების გაყვანის შემდეგ დახმარებას დაჰპირდა
გერმანია ავღანეთს ჯარების გაყვანის შემდეგ დახმარებას დაჰპირდა

გერმანია ავღანეთიდან ჯარების გაყვანის შემდეგ ქვეყანას დახმარებას დაჰპირდა. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მაასმა ქაბულში ვიზიტის დროს განაცხადა.

"გერმანია რჩება საიმედო პარტნიორად ავღანეთში. ჩვენს ევროპულ ინტერესშია ავღანელების კარგი და უსაფრთხო პერსპექტივების შექმნა. ჩვენ ძველი დროის დაბრუნების თავიდან აცილება მტკიცედ გვსურს", - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბუნდესვერის სამხედრო მისია მალე დასრულდება, გერმანიის სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა გაგრძელდება ყველა სხვა დონეზე. კერძოდ, ავღანეთის განვითარების პროგრამებისა და პოლიტიკური რეფორმებისათვი ბერლინი წელს 430 მილიონ ევროს გამოყოფს ს. ასევე 2024 წლისთვის იგეგმება იგივე თანხის გამოყოფა.

"სამშვიდობო პროცესი ახალ დიპლომატიურ სტიმულს მოითხოვს. მოლაპარაკებების გზა ადვილი არ არის, მაგრამ მოლაპარაკებები რჩება ქვეყნის მდგრადი, უსაფრთხო და სტაბილური მომავლის საუკეთესო შანსად", - დასძინა მაასმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system