თავში

გერმანია ბელგიიდან კოვიდინფიცირებულებს მიიღებს

​გერმანია ბელგიიდან კოვიდინფიცირებულებს მიიღებს
გერმანია ბელგიიდან კოვიდინფიცირებულებს მიიღებს

საჭიროების შემთხვევაში ბელგიის საავადმყოფოები კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს გერმანიაში გააგზავნის, - ამის შესახებ ბელგიის ჯანდაცვის მინისტრმა, ფრანკ ვანდენბრუკემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს თვალსაჩინო ევროპული სოლიდარობის შესანიშნავი მაგალითია.

"საუბარია ჩვენის საავადმყოფოების შესაძლებლობების ეფექტურ გამოყენებაში. გერმანიაში ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში ბევრი საწოლია", - განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ბელგიაში კორონავირუსის გავრცელების სწრაფი ტემპის გამო ექიმები შიშობენ, რომ ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში ადგილების დეფიციტი იქნება. ამასთან, რეგიონალური საავადმყოფოები უარს ამბობდნენ ბრიუსელიდან პაციენტების მიღებაზე, რაღა ადგილები "ადგილობრივი" პაციენტებისთვის შეენახათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system