თავში

გერმანია COVID-19-ის რისკჯგუფების სიას აფართოებს

​გერმანია COVID-19-ის რისკჯგუფების სიას აფართოებს
გერმანია COVID-19-ის რისკჯგუფების სიას აფართოებს

კორონავირუსის ახალი ტალღის მოლოდინში გერმანიამ რისკჯგუფის ქვეყნების სია გააფართოვა და მასში 11 ახალი მიმართულება შეიყვანა. სიაში მოხვდა შემდეგი ტურისტული მარშრუტები: საფრანგეთის ცენტრის რეგიონი, ბრეტანი, ნორმანდია, ხორვატიის ადმინისტრაციული ცენტრი ჟუპანია და სლოვენიის პრიმორსკო-ნოტრანსკის რეგიონი. ჩამონათვალში შედის ასევე ირლანდიის დედაქალაქი დუბლინი, პორტუგალია, დანია, ნიდერლანდების პროვინცია  უტრეხი, ავსტრიის, ჩეხეთის, უნგრეთისა და რუმინეთის ნაწილი,

ვირუსის შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით, გერმანიის ხელისუფლება მოსახლეობას ევროპაში მოგზაურობასთან დაკავშირებით გარკვეულ მითითებებს აძლევს.

ბოლო მონაცემებით გერმანიაში კორონავირუსის 1760 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 13 ადამიანი. დაღუპულთა საერთო რაოდენობა, პანდემიის დაწყებიდან დღემდე 9409-ს აღწევს.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system