თავში

გერმანია და საფრანგეთი პოლონეთს აფრთხილებენ

გერმანია და საფრანგეთი პოლონეთს აფრთხილებენ
გერმანია და საფრანგეთი პოლონეთს აფრთხილებენ

გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები პოლონეთს ერთობლივი განცხადებით მიმართავენ და მოუწოდებენ, ევროკავშირის წესები სრულად და უპირობოდ დაიცვას.

"გახსენებთ, რომ ევროკავშირის წევრობას ახლავს საერთო ღირებულებებისა და წესების სრული და უპირობო დაცვის ვალდებულება. თითოეულ წევრს, მათ შორის პოლონეთს, რომელსაც ევროკავშირში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, ამ წესებისა და ღირებულებების პატივისცემა ევალება. ეს არ არის უბრალოდ მორალური ვალდებულება. ეს ასევე იურიდიული ვალდებულებაა", - ნათქვამია განცხადებაში.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისია ყველაფერს გააკეთებს, ევროკავშირის კანონის უზენაესობის უზრუნველსაყოფად.

ცნობისთვის, 7 ოქტომბერს, პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის კონსტიტუციის ევროკავშირის კანონმდებლობაზე უპირატესობა დაამტკიცა. პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარ განჩინებაში აღნიშნა, რომ ის უფლებამოსილია არა მხოლოდ ევროკავშირის კანონის კონსტიტუციურობა, არამედ ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებების კონსტიტუციურობაც გადაამოწმოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system