თავში

გერმანია ნახშირზე, როგორც ენერგიის წყაროზე უარს იტყვის

გერმანია ნახშირზე, როგორც ენერგიის წყაროზე უარს იტყვის
გერმანია ნახშირზე, როგორც ენერგიის წყაროზე უარს იტყვის

გერმანია ნახშირზე, როგორც ენერგიის წყაროზე უარს იტყვის და 17 წლის შემდეგ სრულად შეწყვეტს მის გამოყენებას.  ინფორმაციას ამის შესახებ Ukrinform ავრცელებს. 

ნახშირის გამოყენების შეწყვეტის გეგმების შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა, კლიმატის საკითხებთან დაკავშირებულ აშშ-ში გამართულ სამიტზე დაადასტურა.

"2038 წლისთვის, ჩვენ გვსურს, რომ სრულიად შევწყვიტოთ ნახშირის გამოყენება ელექტროენერგიის მისაღებად და გადავიდეთ განახლებად ენერგიაზე. წინა წელს, ჩვენს მიერ გამომუშავებული ენერგიის 46% სუფთა წყაროებიდან იყო მიღებული", - განაცხადა მერკელმა.

მისივე თქმით, გერმანიამ ჰაერის დაბინძურება 1990 წელთან შედარებით უკვე შეამცირა 40%-ით და 2050 წელს, ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან ერთად "ნულოვანი" ემისიის ნიშნულს მიაღწევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system