თავში

გერმანიამ ავღანეთიდან სამხედრო აღჭურვილობის გაყვანა დაიწყო

გერმანიამ ავღანეთიდან სამხედრო აღჭურვილობის გაყვანა დაიწყო
გერმანიამ ავღანეთიდან სამხედრო აღჭურვილობის გაყვანა დაიწყო

გერმანიამ ავღანეთიდან სამხედრო აღჭურვილობისა და ჯარების გაყვანა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

"გერმანიის შეიარაღებული ძალების მისია ავღანეთში დასრულდა. დღეიდან იწყება ჯარისა და აღჭურვილობის გაყვანა ავღანეთიდან. მრავალფუნქციური ვერტმფრენებიდან სატვირთო ამწეებამდე - ყველაფერი გერმანიაში გადავა", - განაცხადეს სამინისტროში

ცნობილია, რომ პირველ ეტაპზე ავღანეთიდან 123 ერთეულ ტექნიკას გაიყვანენ. ავღანეთში გერმანიის კონტინგენტს 1000-მდე სამხედრო ჰყავს - ძირითადად სამხედრო ინსტრუქტორები. სამხედროებისა და ტექნიკის გაყვანა, სავარაუდოდ, სექტემბრამდე გაგრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system