თავში

გერმანიამ გაათავისუფლა ჯარისკაცი, რომელიც ხელისუფლებას ემუქრებოდა

​გერმანიამ გაათავისუფლა ჯარისკაცი, რომელიც ხელისუფლებას ემუქრებოდა
გერმანიამ გაათავისუფლა ჯარისკაცი, რომელიც ხელისუფლებას ემუქრებოდა

ქალაქ ტრაუნშტაინის პროკურატურამ ვერ იპოვა მიზეზი, რომ დაეკავებინა გერმანელი ჯარისკაცი, რომელიც კორონავირუსის შეზღუდვების გამო ინტერნეტში ხელისუფლების მიმართ მუქარებს აქვეყნებდა. ინფორმაციას პოლიცია ავრცელებს.

მიუხედავად იმისა, რომ გადაწყდა, რომ მამაკაცი კონკრეტულ საფრთხეს არ წარმოადგენს, მის მიმართ გამოძიება გრძელდება. ის დანაშაულის საჯაროდ წაქეზებაშია ეჭვმიტანილი.

ადრე გავრცელებულ ვიდეოში მამაკაცი ხელისუფლებას საკარანტინო ზომების და სამხედროებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო სავალდებულო ვაქცინაციის გაუქმებას ითხოვდა.

”ეს არის გაფრთხილება,” - თქვა მან და ხელისუფლებას ”ხვალამდე” მისცა დრო საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად. ვიდეოს თანმხლებ ტექსტში ნათქვამია, რომ „ჯარისკაცები დიალოგისთვის ხვალ 16:00 საათამდე მზად არიან“.

გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვიდეო შეიცავს სახელმწიფოს მიმართ მუქარას, რაც მიუღებელია. ზოგიერთი ცნობით, მამაკაცმა წარსულში უკვე მოუწოდა ძალადობისა და ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვების წინააღმდეგ ბრძოლისკენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system