თავში

გერმანიამ "ჰეზბოლასთან" დაკავშირებული 3 ორგანიზაცია აკრძალა

​გერმანიამ "ჰეზბოლასთან" დაკავშირებული 3 ორგანიზაცია აკრძალა
გერმანიამ ჰეზბოლასთან დაკავშირებული 3 ორგანიზაცია აკრძალა
Clemens Bilan/EPA/EFE

გერმანიამ ლიბანურ პოლიტიკურ-შეიარაღებულ ორგანიზაცია "ჰეზბოლასთან" კავშირში მყოფი სამი ჯგუფი აკრძალა. სამართალდამცავებმა რეიდები 7 მიწაზე ჩაატარეს. ინფორმაციას Yahoo News ავრცელებს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ორგანიზაციები ეჭვმიტანილი არიან თანხის შეგროვებაში, რომელიც "ჰეზბოლას" დაღუპული მებრძოლების ოჯახებისთვის არის განკუთვნილი. ეს ფული კი მთლიანად ირანთან კავშირში მყოფი ლიბანის შიიტური ორგანიზაციის სალაროში მიდის. 

"ის ვინც ტერორს აფინანსებს, გერმანიაში უსაფრთხოდ ვერ იქნება", -ნათქვამია შინაგან საქმეთა მინისტრის ჰორსტ ზეეჰოფერის განცხადებაში.

გასულ წელს ერმანიამ "ჰეზბოლას" გერმანული პოლიტიკური ფრთა აკრძალა. ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გერმანიაში "ჰეზბოლას" დაახლებით 1000-მდე მომხრე ირიცხება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system