თავში

გერმანიამ ვაქცინირებულებისა და გამოჯანმრთელებულებისთვის პრივილეგიებს დაუჭირა მხარი

გერმანიამ ვაქცინირებულებისა და გამოჯანმრთელებულებ
გერმანიამ ვაქცინირებულებისა და გამოჯანმრთელებულებისთვის პრივილეგიებს დაუჭირა მხარი

გერმანიის ბუნდესტაგმა ქვეყნის მთავრობის დადგენილებას დაუჭირა მხარი, რომელიც მათ, ვინც COVID-19-ის საწინააღმდეგო სრული ვაქცინაცია ჩაიტარა, ან კორონავირუსი დაამარცხა, პრივილეგიებს ითვალისწინებს. ინფორმაციას ამის შესახებ DW არცელებს.

კერძოდ, ამ პირებისთვის იცვლება "კომენდანტის საათის" მოქმედება და სოციალური კონტაქტების შეზღუდვა.

ასევე, აღნიშნული პირებისთვის არ იქნება სავალდებულო კორონავირუსზე სწრაფი ტესტების გაკეთება მაღაზიებში, სილამაზის სალონებში, მუზეუმებში და სხვა ისეთ დაწესებულებაში შესასვლელად, სადაც ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა სავალდებულოა.

ამასთან, აცრილი და კოვიდგადატანილი პირები ისევ ვალდებულნი არია, ატარონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია.

ახლა დოკუმენტმა "მწვანე შუქი" ფედერალური მიწების წარმომადგენლობისგან უნდა მიიღოს. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი ვარაუდობს, რომ ახალი რეგულაციები 9 მაის ამოქმედდება.~

ამჟამად გერმანიაში ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზა 25,4 მილიონ ადამიანს აქვს მიღებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system