თავში

გერმანიაში 4 პირი დანით დაჭრეს

​გერმანიაში 4 პირი დანით დაჭრეს
გერმანიაში 4 პირი დანით დაჭრეს

გერმანიაშია სამართალდამცავებმა 2 პირი დააკავეს. მათ ბრალად ედებათ 4 პირის დაჭრა. შემთხვევა ქალაქ ჰანაუში მოხდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

პოლიციის განცხადებით, ქუჩაში გამვლელებს დანებით შეიარაღებული 5-7 პირი  დაესხა თავს. ოთხივე დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაკავებულები 29 და 23 წლის პირები არიან.

თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. პოლიცია აცხადებს, რომ ამ შემთხვევას თებერვალში მომხდარ ინციდენტთან კავშირი არა აქვს.

თებერვალში, 43 წლის რასისტული შეხედულებების მამაკაცმა, ქალაქ ჰანაუს ჩილიმბარში შეიარაღებული თავდასხმა განახორციელა. მან 9 ადამიანი მოკლა, შემდეგ დედა გამოასალმა სიცოცხლეს და თავი მოიკლა. მომხდარმა მთელი გერმანია შეძრა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system