თავში

გერმანიაში 9 წლის წინ ძარცვაში ეჭვმიტანილი ძეხვზე აღმოჩენილი დნმ-ით იპოვეს

გერმანიაში 9 წლის წინ ძარცვაში ეჭვმიტანილი ძეხვზე აღმოჩენილი
გერმანიაში 9 წლის წინ ძარცვაში ეჭვმიტანილი ძეხვზე აღმოჩენილი დნმ-ით იპოვეს

გერმანიაში 9 წლის წინ ძარცვაში ეჭვმიტანილი იპოვეს. ცნობილია, რომ 2012 წლის მარტში, გერმანიის ერთ-ერთ ქალაქის ბინაში ძარცვა მოხდა. ამავე დროს, გამომძიებლებმა იპოვეს ძეხვი, რომელსაც ყაჩაღმა უკბინა. ყაჩაღობაში ეჭვმიტანილის ვინაობა სწორედ დნმ-ის ანალიზით დაადგინეს.

"დანაშაულის ადგილზე მტკიცებულებების შეგროვებით, დეტექტივებმა იპოვეს ძეხვის ნაჭერი, რომელიც ჩაკბეჩილი იყო და მასზე დნმ იპოვეს", - განაცხადეს პოლიციაში.

9 წლის წინ დნმ-ის მონაცემების დამთხვევა არ დაფიქსირდა. მოგვიანებით ის დნმ-ის საერთაშორისო კრიმინალურ მონაცემთა ბაზებს შეადარეს და დამთხვევა გამოვლინდა.

"დამნაშავე 30 წლის ალბანელი კაცია. მისი დნმ საფრანგეთში, მძიმე დანაშაულის შემდეგ მონაცემთა ბაზაში შეიტანეს", - დასძინა პოლიციელმა.

პოლიციამ ასევე აღნიშნა, რომ ეჭვმიტანილმა, შესაძლოა, ძარცვის გათვალისწინებულ სასჯელს აარიდოს თავი, რადგან დანაშაულის ხანდაზმულობის ვადა უკვე ამოიწურა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system