თავში

გერმანიაში ახალი წლის ღამეს პიროტექნიკას ორი ადამიანი ემსხბერპლა

​გერმანიაში ახალი წლის ღამეს პიროტექნიკას ორი ადამიანი ემსხბერპლა
გერმანიაში ახალი წლის ღამეს პიროტექნიკას ორი ადამიანი ემსხბერპლა

გერმანიაში ახალი წლის ღამეს, მიუხედავად იმისა, რომ ფოიერვერკის გამოყენებაზე აკრძალვა მოქმედებს, პიროტექნიკას მსხვერპლი მოჰყვა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს.

ბონში თვითნაკეთი ასაფეთქებლის შედეგად ერთი მამაკაცი დაიღუპა, მისი მეგობარი კი სერიოზულად დაშავდა.

ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მიწის სამართალდამცავებმა პიროტექტინის გამოყენებასთან დაკავშირებულ ინციდენტებზე 86 გასვლა განახორციელეს.

ტურინგიაში ფოიერვერკის აფეთქების შედეგად 20 წლის ბიჭი გარდაიცვალა.

საქსონიის პოლიცია აცხადებს, რომ ლაიფციგში 34 წლის მამაკაცი მძიმედ დაშავდა, როდესაც ხელნაკეთი ფოიერვერკის გაშვებას ცდილობდა.

პიროტექნიკის შედეგად ჰამბურგში 2 ადამიანი მძიმედ დაშავდა. ჰამბურგის მახლობლად, ბრამფელდში კი ექიმები 50 წლის მამაკაცის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან.

მედიის ცნობით, ბერლინის აღმოსავლეთით ფოიერვერკის აფეთქების შედეგად 12 ადამიანი დაშავდა, მათგან ყველაზე ახალგაზრდა 11 წლისაა. ყველა მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გერმანიაში ფოიერვერკების გაყიდვა და ახალი წლის ღამეს გაშვება აიკრძალა, თუმცა პიროტექნიკა შავ ბაზარზე და ინტერნეტის საშუალებით იყიდებოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system