თავში

გერმანიაში ბავშვებს COVID-19-ზე, სავარაუდოდ, ზაფხულიდან აცრიან

გერმანიაში ბავშვებს COVID-19-ზე, სავარაუდოდ, ზაფხულიდან აცრიან
გერმანიაში ბავშვებს COVID-19-ზე, სავარაუდოდ, ზაფხულიდან აცრიან

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის იენს შპანის განცხადებით, ბავშვებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, სავარაუდოდ, ზაფხულიდან ჩაუტარდებათ. ამის შესახებ გამოცემა Pledge Times წერს.

გერმანიაში, ამ დროისათვის, ვაქცინები 16-დან 18 წლამდე მოზარდებისთვის არის ხელმისაწვდომი.

იენს შპანი ვარაუდობს, რომ გერმანიას ვაქცინის მარაგი უახლოეს ცხრა-ათ კვირაში ამოეწურება, თუმცა პრეპარატის ახალი მარაგის მიწოდების შემდეგ, დაახლოებით, აპრილის თვიდან მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

გერმანიაში კორონავირუსით სულ 2 276 371 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 61 661 გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system