თავში

გერმანიაში და შვეიცარიაში ექსპრეს-ტესტები ფასიანი გახდა

​გერმანიაში და შვეიცარიაში ექსპრეს-ტესტები ფასიანი გახდა
გერმანიაში და შვეიცარიაში ექსპრეს-ტესტები ფასიანი გახდა

გერმანიასა და შვედეთში დღეიდან მოქალაქეების უმეტესობისთვის, ცალკეული გამონაკლისების გარდა, კორონავირუსზე სწრაფი ტესტები უფასო აღარ იქნება. ინფორმაციას DPA ავრცელებს.

გერმანიაში სწრაფი ტესტის საფასურს გადაიხდიან არავაქცინირებულები. გამონაკლისს მხოლოდ 12 წლამდე ბავშვები შეადგენენ და ის პირები, ვინც აცრას სერიოზული მიზეზების გამო ვერ იკეთებს.

ამასთან, 12-დან 17 წლამდე ბავშვები და ორსულები სწრაფი ტესტის უფასოდ გაკეთებას კვირაში ერთხელ შეძლებენ. ეს წესი ძალაში 31 დეკემბრამდე დარჩება.

გარდა ამისა, უფასო ტესტით სარგებლობას შეძლებენ ინფიცირებული მოქალაქეები, რომლებმაც დაავადება გადაიტანეს და კარანტინის დასრულება უწევთ.

ცვლილებები არ ეხება PCR-ტესტებს რომელთა ხარჯის დაფარვა ექიმის დანიშნულების შედეგად მოხდება

ანალოგიური ცვლილებები შვედეთში ამოქმედდა. ტესტები უფასო იქნება 16 წლამდე პირებისთვის, ასევე ერთჯერადად აცრილებისთვის. რეგულაციები არ ეხება პირებს, ვისაც კორონავირუსზე ეჭვი აქვთ, ან სამედიცინო უკუჩვენებების გამო აცრას ვერ იკეთებენ.

ასევე უფასოა სკოლებსა და საწარმოებში რეგულარული ტესტირება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system