თავში

გერმანიაში ელექტრომობილების მილიონი დამტენი განთავსდება

გერმანიაში ელექტრომობილების მილიონი დამტენი განთავსდება
გერმანიაში ელექტრომობილების მილიონი დამტენი განთავსდება

2030 წელს გერმანიაში ელექტრომობილების დასატენი მილიონი სადგური იქნება განთავსებული. ამის შესახებ ქვეყნის კანცლერმა ანგელა მერკელმა გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში განაცხადა. ის ხვალ ავტომობილების ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდება, სადაც განიხილავენ, თუ როგორ დააჩქარონ გამონაბოლქვისგან თავისუფალი მანქანების წარმოება. ასეთი შინაარსის შეხვედრა კანცლერსა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის რიგით მეორე იქნება.

„გვსურს ჩვენი სპეციალისტები თანამედროვე, კლიმატგონივრული მომავლის შექმნაში იღებდნენ მონაწილეობას“, - განაცხადა მერკელმა.

გერმანიაში ამჟამად ელექტრომობილების დამტენი 20 000 პუნქტია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system