თავში

გერმანიაში კორონავირუსზე ვაქცინაცია 2021 წლიდან დაიწყება

​გერმანიაში კორონავირუსზე ვაქცინაცია 2021 წლიდან დაიწყება
გერმანიაში კორონავირუსზე ვაქცინაცია 2021 წლიდან დაიწყება

გერმანია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას 2021 წლის დასაწყისისთვის ელოდება. ჯანდაცვის მინისტრის იენს შპანის განცხადებით, ვაქცინა ხელმისაწვდომი ახალი წლიდან იქნება და ვაქცინაციაში მონაწილეობის მიღება 6-7 თვის განმავლობაში ყველა მსურველს შეეძლება. ვაქცინაცია სავალდებულო არ იქნება.

"კარგი იქნებოდა, რომ ვაქცინამ შეძლოს ინფექციის გავრცელების პრევენცია, თუმცა ისიც სასარგებლო იქნება, რომ მან დაავადების მიმდინარეობა შეამსუბუქოს",- განაცხადა იენს შპანმა, რომელსაც მიმდინარე კვირაში კორონავირუსი თავადაც დაუდასტურდა.

გერმანული მედიის ინფორმაციით, ქვეყანა კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის დაწყებას წლის ბოლომდე გეგმავს. ქვეყანაში 60 სპეციალური ცენტრი შეიქმნება, სადაც ვაქცინები უსაფრთხოდ და შესაბამის გარემოში იქნება შენახული. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, გერმანია გაცილებით მეტ ვაქცინას აწარმოებს, ვიდრე ეს პოპულაციის მოთხოვნაზეა გათვალისწინებული. მინისტრის თქმით ექსპერტებმა უნდა განსაზღვრონ, ვისი ტესტირება მოხდება პირველ რიგში. ექიმები, ექთნები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები სიის სათავეში იქნებიან.

ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის ხელისუფლება სპეციალური ციფრული აპლიკაციის შექმნაზე ფიქრობს, რაც, მათი ვარაუდით პროცესის მართვას გაამარტივებს და ეფექტურობას ხელს შეუწყობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system