თავში

გერმანიაში მაისის ბოლოს მოსახლეობის 20% იქნება აცრილი

გერმანიაში მაისის ბოლოს მოსახლეობის 20% იქნება აცრილი
გერმანიაში მაისის ბოლოს მოსახლეობის 20% იქნება აცრილი

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის, იენს სპანის განცხადებით, ქვეყანაში, მაისის ბოლომდე, მოსახლეობის 20%-ი კორონავირუსის აცრას გაიკეთებს. 

გერმანიაში ბოლო დროს ინფექციის ზრდის ტენდენცია შეინიშნება, რის გამოც ვაქცინაციის პროგრამის დაჩქარება ქვეყნისთვის პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს. ამ კუთხით გერმანია ჩამორჩება ბრიტანეთს, ისრაელს და შეერთებულ შტატებს.

 სპანმა, ბერლინის ვაქცინაციის ცენტრში სიტყვით გამოსვლისას, განაცხადა, რომ გერმანიას სამი თვე დასჭირდა იმისათვის, რომ მოსახლეობის 10% აეცრა. მომდევნო ერთ თვეში კი ტემპი დაჩქარდება და კიდევ 10%-ის იმუნიზაცია მოხდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system