თავში

გერმანიაში "ნორმანდიული მრჩევლების" მოლაპარაკებები დააანონსეს

​გერმანიაში "ნორმანდიული მრჩევლების" მოლაპარაკებები დააანონსეს
გერმანიაში ნორმანდიული მრჩევლების მოლაპარაკებები დააანონსეს

უკრაინის, საფრანგეთის, გერმანიისა და რუსეთის ლიდერების პოლიტიკური მრჩევლები ამ კვირაში სხვადასხვა ფორმატში ცალკეულ შეხვედრებს გამართავენ. ამის შესახებ გერმანიის მთავრობის სპიკერმა, შტეფენ გებეშტრაიტმა განაცხადა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

"ამ კვირაში ბ-ნ პლეტნერს, მის ფრანგ კოლეგასა და მის რუს კოლეგას შორის საუბარი იგეგმება. გარდა ამისა, პლეტნერი და მისი ფრანგი კოლეგა ცალკე შეხვედრას უკრაინელ პარტნიორთანაც ჩაატარებენ“, - განაცხადა მან.

გებეშტრაიტს შეხვედრების კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია. მან დასძინა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში გერმანიის ახალმა მთავრობამ არაერთხელ გაამახვილა ყურადღება ბერლინისა და პარიზის ინტერესსა და მზადყოფნაზე, ნორმანდიის ფორმატში შეხვედრები ყველა დონეზე ჩაატაროს. მისი თქმით, ამის შესახებ უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტები ინფორმირებულები იყვნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system