თავში

გერმანიაში ორ ამერიკელ დიპლომატს "ჰავანას სინდრომი" გამოუვლინდა

​გერმანიაში ორ ამერიკელ დიპლომატს "ჰავანას სინდრომი" გამოუვლინდა
გერმანიაში ორ ამერიკელ დიპლომატს ჰავანას სინდრომი გამოუვლინდა

ორმა ამერიკელმა ჩინოსანმა, რომლებიც გერმანიაში იმყოფებიან, სამედიცინო დაწესებულებებს მიმართა, მას შემდეგ, რაც მათ "ჰავანას სინდრომი" გამოუვლინდა. ინფორმაციას ბერლინში აშშ-ის საელჩოზე დაყრდნობით გამოცემა The Wall Street Journal ავრცელებს.

დიპლომატები უჩიოდნენ გულისრევას, ძლიერ თავის ტკივილებს, ყურებში ტკივილებს, უძილობასა და მოთენთილობას. ასეთი მდგომარეობა მათ უკვე რამდენიმე თვეა აღენიშნებათ.

გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც "ჰავანას სინდრომი" ამერიკელ დიპლომატებს NATO-ს ქვეყანაში დაუფიქსირდა.

"არავითარი მტკიცებულება არ არსებობს იმის, რა მოგვივიდა, თუმცა უცნაურია, რომ რამდენიმე ჩვენთაგანი რუსეთთან დაკავშირებულ პრობლემებზე მუშაობდა", - განუცხადა ერთ-ერთმა ჩინოსანმა გაზეთს.

The Wall Street Journal წერს, რომ დაშავებულები, უმეტესად, რუსეთიდან გაზის მიწოდების, კიბერუსაფრთხოებისა და რუსეთის მხრიდან ევროკავშირის პოლიტიკაში ჩარევის საკითხებით იყვნენ დაკავებულები.

"ჰავანას სინდრომით" პირველად, 2016 წელს, ჰავანაში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლები დაავადდნენ. ერთი წლის შემდეგ, კუბაში მომუშავე კანადელმა დიპლომატებმაც განაცხადეს მსგავსი სიმპტომების შესახებ. მოგვიანებით, აშშ-ის მთავრობამ აღიარა, რომ მსგავსი შემთხვევები ჩინეთში, უზბეკეთსა და რუსეთშიც ფიქსირდება. კერძოდ, მოსკოვში ვიზიტის დროს, CIA-ს აგენტს, მარკ პოლიმერპულოსს უჩვეულო სიმპტომები გამოუვლინდა.

The New York Times-ის თანახმად, "ჰავანას სინდრომით", უმეტესად, აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის, სახელმწიფო დეპარტამენტის, თავდაცვის დეპარტამენტისა და სხვა დეპარტამენტების უცხოელი თანამშრომლები არიან დაავადებულნი.

"ჰავანას სინდრომს" ახასიათებს ძლიერი თავის ტკივილი. ამასთან, დაავადებული პირები უჩივიან სმენის დაქვეითებას, მოულოდნელ თავბრუსხვევას, გულისრევას, კისრის ტკივილის და სხვა.

ვოლტერ რიდის სამხედრო ჰოსპიტალის ექიმებმა, სადაც მრავალი დაზარალებული მკურნალობს, მთავრობის წარმომადგენლები გააფრთხილეს, რომ "ჰავანას სინდრომი" ზოგიერთ პაციენტში სუიციდის სურვილის გამძაფრებას იწვევს.

თავდაცვის ოფიციალური წარმომადგენლები, რომლებმა ამ საკითხის შესახებ ინფორმაცია აპრილში, საკანონმდებლო ორგანოს მიაწოდეს, ამტკიცებენ, რომ ამ შეტევების უკან, შესაძლოა, რუსეთი იდგეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system